Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | ყველაფერი შესაძლებელია - შშმ პირების გადამზადებისა და დასაქმების ახალი პროექტი იწყება
ambebi.ge
24 October 2016, 18:21
"სილიკონ ველი თბილისის" სივრცეში არსებულ უნივერსიტეტში შშმ პირებისთვის საგანმანათლებლო პროექტი - "ყველაფერი შესაძლებელია" იწყება. პროექტი შშმ პირების უფლებადამცველ ორგანიზაციასთან - "კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის" ერთად ხორციელდება.

პროექტის პრეზენტაცია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში დღეს გაიმართა და მას დაესწრნენ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის, კოალიაციის და სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები.

როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორმა, მიხეილ ბატიაშვილი ამბობს, პროექტი "ყველაფერი შესაძლებელია" ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფასო გადამზადებას მათი შემდგომი დასაქმების მიზნით.

"პროექტის მიზანია დასაქმების მსურველი შშმ პირების ერთიანი და მათი უნარებიდან გამომდინარე ინდივიდუალური პროფილების ბაზის შექმნა, მათთვის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა, კვალიფიკაციის ამაღლება და მათი შემდგომი დასაქმების ხელშეწყობა, რაც საბოლოო ჯამში, მათ რესოციალიზაციისა და საზოგადოებაში ინტეგრირების სტიმულირებას მოახდენს", - აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

კოალიაცია "დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის" თავმჯდომარე, გიორგი ძნელაძე ინიციატივას დროულს უწოდებს. "დასაქმებას წინ უნდა უძღოდეს განათლება, იმ ბაზის მომზადება, რომელიც დღეს საქართველოში არ არის. "სილიკონ ველი თბილისის" ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ინიციატივით, დავიწყებთ ბაზის მომზადებას. შემოგვიერთდნენ კომპანიები, რომლებიც მზად არიან დაასაქმონ შშმ პირები. ეს ინიციატივა დროულია, რადგან ხალხი Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. სახლშია ჩაკეტილი, მათ სურვილი აქვთ საზოგადოებაში გამოვიდნენ", -აღნიშნა გიორგი ძნელაძემ.

პროექტის პარტნიორები არიან ისეთი მსხვილი კომპანიები, როგორიცაა "საქართველოს ბანკი", "სილქნეტი", "GPI ჰოლდინგი", "პალიტრა მედია".

კომპანია "სილქნეტის" HR განყოფილების უფროსი სოციალურ პასუხისმგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას. თაზო დათუნაშვილის თქმით, რამდენიმე კადრი სპეციალურად "სილქნეტში" დასაქმებისთვის გადამზადდება. ისინი შესაძლოა დასაქმდნენ ქოლ ცენტრში.

"მედია პალიტრის" HR დეპარტამენტის უფროსის ნინო ფეიქრიშვილის თქმით, ჰოლდინგი დიდი მოტივაციით შეუერთდა აღნიშნულ პროექტს. მისივე ინფორმაციით, "პალიტრა მედიაში" არაერთი შშმ პირია დასაქმებული, როგორც მედია, ასევე სხვადასხვა მიმართულებით.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების რეგისტრაცია ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში უახლოეს მომავალში დაიწყება, ინფორმაცია უნივერსიტეტის ვებგვერდსა და სოციალურ გვერდზე განთავსდება. You must have Flash Player installed in order to see this player.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი